რეკლამა

(რ) როგორ ავიმაღლოთ საახალწლო განწყობა

შემოდგომის დასასრულთან ერთად საახალწლო სამზადისი იწყება ხოლმე. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში განწყობის ასამაღლებლად იწყება საახალწლო მორთვა-მოკაზმვა, რასაც უამრავი კომპანია უბავს მხარს და შთამბეჭდავი აქციებით ცდილობენ უამრავი ადამიანის გულის მოგებას. ეს ყველაფერი კი ბოლოს საერთო განწყობაში გადაიზრდება, რომელსაც იზიარებს ნებისმიერი ტიპის ადამიანი. ნოემბრის მეორე ნახევრიდან იმატებს მერაია ქერის უცნობილეს ნაწარმოებზე ნახვების რაოდენობა, რაც თავის მხრივ მოასწავებს განწყობის თანდათან შექმნას ადამიანებში.
დეკემბრის დასაწყისიდან უკვე ოფიციალურად საახალწლო სამზადისი იწყება ნებისმიერ ოჯახში - ადამიანები უკვე რთავენ ნაძვის ხეებს ახალი თუ ძველი სათამაშოებით, რომელსაც გვერდს საახალწლო განათება უმშვენებს. ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, რომელიც სახლის გარდა უამრავ ქალაქში იდგმევა. როგორც წესი, სხვადასხვა ქალაქები ერთმანეთს ედრებიან იმაში, თუ რომელს უფრო ლამაზი ნაძვის ხე ექნება.

მიუხედავად პანდემიისა, წელს წინის წინა საახალწლო განწყობა უკვე ნოემბერშიც იწყება. მართალია, დეკემბერი სრულად ეთმობა წინა საახალწლო სამზადიის, თუმცა რეალურად ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა ნოემბრის ბოლო კვირიდან იწყება, როდესაც შავი პარასკევის ფასდაკლებები უამრავ ნაცნობ თუ უცნობ ბრენდზეა ხელმისაწვდომი და იდეალური პერიოდია შოპინგისთვის. ეს პერიოდი იდეალურია იმისთვის, რომ ზამთრის პირველ თვესა და ახალ წელს განახლებული სამოსითა თუ ტექნიკით შევეგებოთ.


ერთგვარად, შავი პარასკევი შეიძლება შესავალი იყოს იმ ფასდაკლებებისა, რასაც ბრენდები დეკემბრისთვის ამზადებენ, ამიტომ თუ ნოემბრის ბოლო კვირაში ვერ მოახერხებთ ნანატრი ნივთის შეძენას ფასდაკლებით, გული არ გაიცრუოთ, რადგან მთელი დეკემბერი წინაა. წინა საახალწლო აქციები უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა განწყობის შესაქმნელად ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინ როდესაც ახლობელ ადამიანს საჩუქარს უკეთებთ, ან საიდუმლო სანტას თამაშობთ სამსახურში,
მეგობრებთან თუ ოჯახში, თუმცა საუკეთესო ნაწილი ალბათ მაინც საჩუქრის მიღებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი თავად უკეთებთ თქვენს თავს.


საახალწლო დღესასწაულის პერიოდში უამრავი ადამიანი ისვენებს, ამიტომ იდეალური დროა მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასასვლელად და ჯადოსნური შვებულების მოსაწყობად. თუ აღნიშნული უკვე გეგმაში გაქვთ, აჯობებს თვის დასაწყისიდან უკვე დაიწყოთ სამზადისი, შეათანხმოთ დეტალები და წინასწარ დაჯავშნოთ ბინა, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო აამაღლებს თქვენს განწყობას. როგორც კვე ვახსენეთ, ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ
განწყობის შესაქმნელად უამრავი ადამიანი დეკემბრის პირველ კვირაშივე უკვე იწყებს
ნაძვის ხეების დადგმას, რაც მთელი გარანტირებულად ნიშნავს წინა სადღესასწაულო განწყობას.

ნაძვის ხის მორთვისას სასურველია მცირედი სიახლე შეიტანოთ მასში, თუ თავად ნაძვის ხის შეცვლა არ გსურთ, ახალი სათამაშოები ან საახალწლო ნათურები კარგი დანამატი იქნება ნაძვის ხისთვის.
ნებისმიერ განწყობას შესაფერისი მუსიკა აუცილებლად უნდა ჰქონდეს, ამიტომ თუ თქვენს ფლეილისტს დეკემბრის დასაწყისშივე განაახლებთ და საახალწლო კომპოზიციებს ჩაყრით, ეს ნამდვილად შესაბამისად განგაწყობთ. აღნიშნული მეთოდი ეფექტურია ნებისმიერ შემთხვევაში - სახლიდან თუ ოფისიდან მუშაობისას, ავტომობილით თუ პირადი თვითმფრინავით მგზავრობისას, ავტობუსით საცობში გაჭედვისას და სხვა. მუსიკასთან ერთად, ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტი
საახალწლო სამოსია, რომელიც აუცილებლად უნდა მოირგოთ.

კომენტარები