ბუღალტერია ნებისმიერი ტიპისა თუ ზომის კომპანიისთვის ის სფეროა, რომელიც მუდმივად გამართული და ფუნქციური უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რა დარგში მოღვაწეობს კომპანია, თუ წარმატებაზე უნდა გასვლა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხები სათანადოდ იყოს დალაგებული და პრიორიტეტულად განაწილებული. როგორც წესი, დიდ კომპანიებში, სადაც სტრუქტურალაა განაწილებული ყველა სფერო, ბუღალტერიას შესაბამისი ყურადღება ეთმობა და მისი წარმოება კომპანიის შიგნითვე ხდება. სტარტაპებსა თუ მცირე კომპანიებში, როდესაც ადამიანური რესურსის ნაკლებობაა, მენეჯერები ხშირად ცდილობენ ეს საქმე თავად შეითავსონ, რაც ერთი შეხედვით შეიძლება რესურსების დაზოგვის კარგი მეთოდი იყოს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს მიდგომა შეიძლება მომავალში საკმაოდ გაპრობლემდეს.
სტარტაპებში ან სულაც ახალდაწყებულ ბიზნესში თავდაპირველად ფინანსების მართვა შედარებით იოლია, მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა შესაძლებელია ერთმა ადამიანმა შეითავსოს, თან საკმაოდ კარგად ჰქონდეს დალაგებული. ნამდვილი პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც კომპანია პირველ წარმატებას ზეიმობს, ვინაიდან ასეთი შემთხვევა, როგორც წესი, ნიშნავს გაფართოებას, ან დამატებით საქმიანობას. ამ შემთხვევაში კი, როცა მენეჯერი დამატებით ითავსებს ბუღალტერიას, შეიძლება კომპანიიისთვის საზიანო აღმოჩნდეს, ვინაიდან აუცილებელი ხდება ეს საქმე პროფესიონალმა ჩაიბაროს და სრულად საკუთარ თავზე აიღოს მისი მოწესრიგების
პასუხისმგებლობა.
ბუღალტერიის აუთსორსინგი პატარა და საშუალო კომპანიებისთვის ყოველთვის საუკეთესო არჩევანია რესურსების ოპტიმიზაციის კუთხით. ასეთ დროს, პარტნიორი ბუღალტრული კომპანიიდან თავისი საქმის პროფესიონალები სრულად არიან ჩართულები საქმეში და მთავარი ორინტირი ის აქვთ, რომ მეგობარი კომპანიის ბუღალტერია მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული, რაც წარმატების ერთ-ერთი
უპირველესი გასაღებია.
ბუღალტერიის აუთსორსზე გატანისას, მისი მუშაობის პრინციპი მარტივია. თქვენი სტარტაპის ფინანსებს ბუღალტრული კომპანიიდან ისეთი ადამიანი ჩაიბარებს, ვინც სრულად მოაწესრიგებს ფინანსებს. უპირველესად ის გაეცნობა მიმდინარე ფინანსურ პროცესებს, შეისწავლის ძველ პერიოდებს და შეიტანს შესაბამის კორექტირებებს. პროცესების გაცნობის შემდეგ, მოამზადებს სრულ რეპორტს, რომელიც გაეგზავნება მენეჯერს, რათა სრული სურათის დანახვა შესაძლებელი იყოს. შემდეგი ეტაპი
უშუალოდ საქმიანობაში ჩართვაა, რაც მოიცავს ნებისმიერი სახის ფინანსური დეტალის
მოგვარებას.
ბუღალტრული აუთსორსინგი სტარტაპისთვის ნიშნავს საკუთარი ფინანსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას, რაც წარმატების გზაზე თავიდანვე უამრავ გამოწვევას აარიდებს თავიდან, წამოჭრილი პრობლემის შემთხვევაში კი, მის რაციონალურად და მინიმალური დანაკარგით მოგვარებას შეუწყობს ხელს.
ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი უპირატესობა რაც ასეთი ტიპის თანამშრომლას აქვს, არის ის, რომ საქმეში კომპეტენტური ბუღალტრების მთელი არმია ჩაერთვება, თუკი ამას სიტუაცია მოითხოვს. ამის პარალელურად კი, ჭირსა თუ ლხინში, კომპანიის წარმომადგენლები მუდმივად იქნებიან კავშირზე და თქვენს კითხვებს ამომწურავად გასცემენ პასუხს გასაგები ენით.
ამას გარდა, ნებისმიერი კომპანიისთვის დიდი ფუფუნებაა დასაწყისშივე თუ შეუძლია პროფესიონალი ბუღალტრების იმედი ჰქონდეს, სწორ დროს კი მათ გამჭრიახ რჩევებსაც უგდოს ყური. მენეჯერს ეს საშუალებას აძლევს, ისეთი საკითხები გადაჭრას მთელ გუნდთან ერთად, როგორიცაა ფასის განსაზღვრა და კონტროლი, ხელფასის გაწერა, ყოველდღიური გასავლები, ოფისის ქირა და სხვა საჭირო დანახარჯები, მოულოდნელი დანახარჯების ეფექტურად მართვა და მოსალოდნელი რისკისთვის მზაობა.





