ფრიდა კალო

სოთბის აუქციონზე ფრიდა კალოს ნახატი 34.9 მილიონ დოლარად გაიყიდა

BBC

ნიუ იორკში, სოთბის სააუქციონო სახლში ლეგენდარული მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს ნამუშევარი Diego y Yo სარეკორდო ფასად, 34.9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც ლათინო ამერიკული წარმოშობის არტისტის ნამუშევარში გადაუხდიათ. ამ დრომდე, ამავე კატეგორიას ფრიდას ქმრის, დიეგო რივერას ნახატი ლიდერობდა, რომელიც 2018 წელს, 9.76 მილიონ დოლარადა გაიყიდა.

Diego y Yo ფრიდას ერთ-ერთი ბოლო ავტოპორტრეტია. ნამუშევარზე მხატვარი ქმართან, დიეგო რივერასთან ერთად არის გამოსახული. 1949 წელს, გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე შექმნილი ნამუშევარი, აუქციონზე გატანილ ფრიდას ნახატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

New York Times-ის ინფორმაციით, ნამუშევარი არგენტინელმა ბიზნესმენმა და ბუენოს აირესში მდებარე ლათინო ამერიკული ხელოვნების მუზეუმის დამაარსებელმა, ედუარდო კოსტანტინიმ პირადი კოლექციისთვის შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ Diego y Yo ბოლოს აუქციონზე 1990 წელს, 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

კომენტარები