მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: 3 დღეა არ ავმდგარვარ საწოლიდან, სოლიდარობის აქციის შემყურე, ენერგია მომეცა

ჩემო თავდადებულო გმირო მეგობრებო,

დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით.

3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების განსაკუთრებით "საქართველო, საქართველო" გამგონე (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ.

დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა.

დიდება თავისუფლებას!

ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. სააკაშვილს უკვე 46-ე დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

კომენტარები