ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 18 ნოემბრამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდი ამინდი შენარჩუნდება, დღის ბოლოდან 16 ნოემბრის დილამდე კი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 17-18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

"აღმოსავლეთ საქართველოში 17 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 15 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. დღის ბოლოდან ხვალ დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება. 16 ნოემბერს დღისით იწვიმებს, ხოლო გვიან საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს" - აცხადებს გარემოს სააგენტო.

კომენტარები