დიდი ბრიტანეთი

ლივერპულში მანქანის აფეთქების შემდეგ, სავარაუდო ტერორიზმისთვის სამი ადამიანი დააკავეს

BBC

ლივერპულში მანქანის აფეთქების შემდეგ ტერორიზმის კანონმდებლობის ფარგლებში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. აფეთქება ლივერპულის ქალთა საავადმყოფოსთან მოხდა. დაიღუპა ტაქსის მგზავრი, მძღოლი კი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კონტრტერორიზმის პოლიციის დეტექტივების თანახმად, კენსინგტონის უბანში დაკავებულია 21, 26 და 29 წლის ასაკის სამი კაცი. კონტრტერორიზმის პოლიციის თანახმად, ისინი აფეთქების სხვადასხვა შესაძლო მიზეზებს განიხილავენ და ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მუშაობენ. გამოძიებაში ასევე მონაწილეობს დიდი ბრიტანეთის უშიშროების სამსახური.

აფეთქებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი.

"ვფიქრობ ყველაზე, ვინც ლივერპულში ამ საშინიელი ინციდენტით დაზარალდა. მინდა მადლობა ვუთხრა საგანგებო სამსახურების თანამშრომლოებს სწრაფი რეაგირებისა და პროფესიონალიზმისთვის და პოლიციას შემთხვევის გამოძიებისთვის" – წერს ჯონსონი Twitter-ზე.

კომენტარები