მიხეილ სააკაშვილი

მელია: შევქმნათ ჯგუფი სააკაშვილის კლინიკაში ტრანსპორტირებისას ექსცესების ასარიდებლად

ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ვიღებთ მთლიანად პასუხისმგებლობას, არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ სამოქალაქო საავადმყოფოში უშუალოდ სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო. ვადასტურებთ, არანაირი აქცია არ გაიმართება სამოქალაქო კლინიკასთან.

მეტიც, მე ვთავაზობ შესაბამის უწყებას, ჩამოაყალიბოს ჯგუფი, სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ადვოკატი, ერთი ოჯახის წევრი, ენმ-ს ერთი წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების ერთი, მაქსიმალურად მაღალი ნდობით მოსარგებლე წევრი, რათა გავიაროთ ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და თავიდან ავირიდოთ მაქსიმალურად ყველა გაუგებრობა და ექსცესი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.

კომენტარები