მიხეილ სააკაშვილი

მელია: თუ დღეს არ დავდგებით მყარად, ხვალ ვინანებთ, რომ მოკლეს ქვეყნის პერსპექტივა

ამათ არ ესმით სხვა ენა გარდა ქუჩაში გამოსული მოქალაქისა!

ამიტომ ახლა აღარაა დრო მხოლოდ არც სოციალური ქსელების, არც პასიური ნერვიულობისა და გულშემატკივრობის!

არც ამათი დამუნათების!

დამუნათება შეიძლება იმის ვისაც მილიგრამი სინდისი მაინც შერჩა!

ვისაც სიამოვნებს საკუთარი ქვეყნის სიმბოლოს თრევა და შეურაცხყოფა, ვისაც სიამოვნებს ადამიანის დამცირება და სიკვდილი - მათი გადარწმუნება შეუძლებელია! ისინი უნდა დავამარცხოთ!

უნდა დავამარცხოთ ერთად!

რას იზამს ოპოზიცია? ოპოზიცია შენ ხარ! ყოველი თქვენგანისგან შედგება საზოგადოება რომელმაც უნდა გაიმარჯვოს!

ქუჩებში გამოსვლის დროა!

თუ დღეს არ გადავდებთ ყველაფერს, არ დავდგებით მყარად და მთელ მსოფლიოს არ გავაგონებთ ხმას, ხვალ ვინანებთ, რომ ჩვენ თვალწინ მოკლეს ქვეყნის პერსპექტივა, ჩვენ თვალწინ ჩაგვითრიეს რუსულ ჭაობში! ჩვენ თვალწინ მრავალი წლით წაგვართვეს სამოქალაქო მშვიდობა!

ამათი ენა სამოქალაქო ომის ენაა და ამის გაჩერება მხოლოდ ათიათასობოთ ჩვენი მოქალაქის მტკიცე, მწვავე და არაძალადობრივ პროტესტს შეუძლია!

გულით გინდა ქვეყნისთვის კარგი? გამოდი ქუჩაში.

გულით გინდა რომ არ თელავდნენ ქვეყნის ღირსებას? გამოდი ქუჩაში.

გულით გინდა მკვლელობას არ გაყურებინონ? გამოდი ქუჩაში!

სისტემა უკვე ირყევა და და შენი ქუჩაში გამოსვლით ჩამოინგრევა კიდეც!

ახლა მთავარია ჩვენი სიმტკიცე და დაუღლელობა - არ არსებობს ცალკე ოპოზიცია!

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თამჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე.

კომენტარები