მიხეილ სააკაშვილი

მელია: ამოცანა არის მტკიცე, მშვიდობიანი და ყოველდღიური აქციებით რეჟიმის დამარცხება

ამ ქვეყანას მთავრობა არ ყავს, ამ ქვეყანას ჰყავს რეჟიმი - კობახიძე, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ეს ადამიანები იმდენად ცდებით, არც საქართველოს ისტორია იცით, არც ის, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, გარდაუვალ მარცხს ნიშნავს, ისტორიულად ესეც არ იცით, ისიც არ იცით, რომ ძალადობით, სპეცრაზმელებით, პოლიციელებით, პროკურორებით, მოსყიდული მოსამართლეებით და ა.შ. ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებთ, ეს არის თქვენი ბოლო ეტაპი.

ჩვენი ამოცანა არის, ერთი მხრივ, მტკიცე და მშვიდობიანი, მეთოდური, ყოველდღიური საპროტესტო აქციებით ამ რეჟიმის დამარცხება, მტკიცე და მშვიდობიანი და გუშინ დავინახეთ, როგორ არ შედის მათ გეგმებში ჩვენი მშვიდობიანი, მძლავრი საპროტესტო აქციები და მათ უწევთ ძალადობა და ამ ყველაფერს მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც ხედავს, როგორ აკავებენ ადამიანებს განურჩევლად სტატუსისა, აკავებენ უმიზეზოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეკითხებით, რამდენს დააკავებენ - 2000 ადამიანს? 3000 ადამიანს? ხო ვერ დააკავებენ და სხვა რა გამოსავალი დარჩებათ, გარდა აღიარებისა, რომ მიტაცებული აქვთ ეს ხელისუფლება, მიტაცებული აქვთ არჩევნები, ამიტომ ნუ ექნებათ ილუზია იმისა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა შეჩერდება.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც მოთხოვნები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

კომენტარები