მიხეილ სააკაშვილი

დავითულიანი სააკაშვილზე: არ მგონია, აშშ-ს ელჩი პენიტენციურ სისტემაზე უფრო კომპეტენტური იყოს

პენიტენციური სისტემა იღებს პასუხისმგებლობას ყველა პატიმარზე, მათ შორის სააკაშვილზე. პატიმარი სააკაშვილი ყველაზე უკეთ დაცული არის სწორედ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში. ახლა, დანარჩენი, არ ვარ დარწმუნებული და ნამდვილად არ მგონია, რომ უფრო კომპეტენტური იყოს ამერიკის ელჩი, ვიდრე არის პენიტენციური სისტემა საკუთარი პატიმრის დაცვის თვალსაზრისით, სად უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს და რა გავაკეთო ახლა? რახან ამერიკის ელჩია, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მართალია აპრიორი?

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი პალიტრანიუსის ეთერში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა. ელჩმა მთავრობას დაჟინებით მოუწოდა, "სააკაშვილი სრულად ეკიპირებულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საჭირო სამედიცინო დახმარებით".

კომენტარები