აშშ

აშშ-ს სასამართლომ კომპანიებში სავალდებულო აცრაზე ბაიდენის განკარგულება დროებით შეაჩერა

აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ დროებით შეაჩერა პრეზიდენტ ბაიდენის განკარგულება კერძო კომპანიებში დასაქმებულების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ. განკარგულება ძალაში იანვრიდან უნდა შესულიყო. კანონი იმ კერძო კომპანიების თანამშრომლებს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ავალდებულებს ან Covid-19-ზე აიცრან, ან ყოველკვირეულად გაიკეთ კორონავირუსის ტესტი.

სასამართლომ განკარგულებაში მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ხარვეზები იპოვა. სასამართლომ განკარგულება დროებით შეაჩერა და ბაიდენის ადმინისტრაციას პასუხისთვის დრო ორშაბათამდე, 8 ნოემბრამდე მისცა.

ხუთმა შტატმა, ტეხასმა, ლუიზიანამ, მისისიპიმ, სამხრეთ კაროლინამ და იუტამ, ასევე კერძო კომპანიებმა და რელიგიურმა ჯგუფებმა პრეზიდენტის განკარგულების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და ბაიდენი ძალაუფლების გადაჭარბებაში დაადანაშაულეს.

ლუიზიანის მთავარი პროკურორის ჯეფ ლანდრის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება დასაქმების სექტორის თავისუფლებისთვის დიდი გამარჯვებაა.

ბაიდენის თქმით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულების საუკეთესო საშუალებაა.

აშშ-ში ბევრი კომპანია უკვე ითხოვს თანამშრომლებისგან ვაქცინაციას. არსებობს სპეციალური მოთხოვნები სამხედროებისა და ფედერალურ უწყებებში დასაქმებულებისთვის. ბაიდენის განკარგულების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პრეზიდენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება არაკონსტიტუციურია.

კომენტარები