მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია სუს-ზე: ძალადობრივი ხელისუფლებაა, პროტესტი უწყვეტი იქნება, ვერავის დააშინებენ

ეს არის პანიკა პროტესტზე, ეს არის პირდაპირი განაცხადი პარტიული კუთვნილებისა, რადგან პროტესტი უფლება აქვს ყველას, ეს პროტესტი აუცილებლად იქნება. თუ ჩაითვლება საჭიროდ და დიდი რაოდენობა იქნება ხალხის, გზაც გადაიკეტება. თუ ჰგონიათ, რომ ამით ვინმეს დააშინებენ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. აქამდეც არაერთხელ გადაგვიკეტავს გზა როცა ამის საჭიროებაა და დიახ, პროტესტი იქნება უწყვეტი.

რაც შეეხება პროტესტის ფორმას, ძალადობრივი ჯერჯერობით არის ხელისუფლება. ყველა თვალსაზრისით. ამიტომ ძალადობრივი არაფერი დაგეგმილი არ გვაქვს, მაგრამ მშვიდობიანი, მწვავე პროტესტი იქნება.

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია მთავარ არხთან ეხმაურება სუს-ის განცხადებას. სუს-ის მტკიცებით,  ოპოზიცია სახელმწიფო შენობების პიკეტს გეგმავს და  განიხილება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც.

კომენტარები