ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 10 ნოემბრამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +21 გრადუსი იქნება.

მათივე ინფორმაციით, თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა +17, +19 გრადუსი იქნება. 

კომენტარები