მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ასათიანი: მე, 7 ნოემბრის დაზარალებული მაია ასათიანი ვითხოვ სააკაშვილის გათავისუფლებას

იმას, რასაც ახლა ვიტყვი, ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ ვიტყოდი. ერთერთი საქმე არის 7 ნოემბრის საქმე, მე და ბევრი ჩემი კოლეგა ვართ 7 ნოემბრის დაზარალებული, ნუთუ აქამდე არავის არ გაუჩნდა კითხვა, რომ ჩვენ 7 ნოემბრის დაზარალებულები ვითხოვთ და ჩვენ ბევრნი ვართ, სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი, რომ ყველა ეს ადამიანი ახლა ოპოზიციურ მედიაში მუშაობს, უმეტესობა მათგანი და ყველა ეს ადამიანი ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას.

ნუთუ, ეს არაფერს არ ნიშნავს? დიახ, მე, 7 ნოემბრის დაზარალებული, მაია ასათიანი, ვითხოვ მის გათავისუფლებას

მაია ასათიანი რუსთავის ციხესთან აქციაზე.

კომენტარები