მკვლელობა ახლედიანის ქუჩაზე

ახვლედიანის ქუჩაზე ტაილანდის მოქალაქე მოკლეს, ის ორი კვირის წინ სამუშაოდ ჩამოვიდა

Tabula

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მასაჟის ცენტრში ტაილანდის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში მომდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ინტერპრესიუსის ცნობით, სავარაუდოდ, მკვლელობაში ბრალდებული მასაჟის ცენტრში მომსახურებაზე უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ცივი იარაღით მიბრუნდა, – "თავიდან მოვიდნენ სამნი და წავიდნენ, შემდეგ ერთი დაბრუნდა. როგორც ვიცით, რაღაც მომსახურებაზე უთხრეს უარი და მერე დაბრუნდა ცივი იარაღით. იგი ორი კვირის წინ ტურისტულად ჩამოვიდა და აპირებდა ემუშავა მასაჟისტად". – ამბობს IPN-ის ცნობით, მასაჟის ცენტრის თანამშრომელი.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.

კომენტარები