ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 1 ნოემბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

27 და 30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი, ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში კი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

1 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე სინოპტიკოსები თბილ და უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

"თბილისში 27 და 30 ოქტომბერს შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი, ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება, დანარჩენ დღეებში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 1 ნოემბრიდან კიდევ 4-5 გრადუსით დათბება" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები