ნარკორეალიზატორების დაკავება

შსს: ბოლო 10 დღეში 11 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – ამოღებულია ჰეროინი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღის განმავლობაში თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, მათ შორის, 3 ადამიანი გუშინ, 20 ოქტომბერს ფონიჭალაში.   

უწყების ცნობით, ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული არიან: 2001 წელს დაკავებული დ.მ., 1989 წელს დაკავებული ა.ა. და 1983 წელს დაბადებული ზ.ა., ასევე, დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. 1987 წელს დაბადებული დ. დ., 1967 წელს დაბადებული ა. ა., 1988 წელს დაბადებული რ. ჯ.,1972 წელს დაბადებული რ. ზ., 1970 წელს ა. მ.,1956 წელს დაბადებული ვ. მ.,1989 წელს დაბადებული ლ. ს.

"გამოძებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცავებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. 

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და ნარკოტიკების დაფასოებისათვის საჭირო ნივთები ამოიღეს. თბილისში დაკავებული ბრალდებულების ჩხრეკისას 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა ნივთმტკიცებად ამოვიღეთ". - ამბობენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

უწყების ცნობით, დაკავებულები სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან და, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. 

კომენტარები