ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში ითამაშებს. ნახევარფინალში ბასილაშვილმა ამერიკელი მეტოქე ტეილორ ფრიტცი ორ სეტში, ანგარიშით 7:6, 6:3 დაამარცხა.

ფინალში ბასილაშვილი ბრიტანელ ჩოგბურთელს კამერონ ნორის დაუპირისპირდება. ფინალი ხვალ, 18 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები