მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: მთელმა მსოფლიომ დაინახა თუ რას ნიშნავს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი

მეკითხებიან, რა საღამო იყო დღეს აქ, რას ვაკეთებდით?

ხალხო, პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელი არის თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვე, დღეს ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ ქართველმა ხალხმა, დამიჯერეთ, მერწმუნეთ ხალხო, მთელმა მსოფლიომ დაინახა თუ რას ნიშნავს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი.

მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, რომ არ გვინდა ჭირისუფლობა, არ გვინდა მწუხრი, ბრძოლის ყიჟინა გვინდა ცივილიზებული ფორმით, სიმღერაც იყოს, დროშაც ფრიალებდეს, ღიმილიც იყოს, ბედნიერებაც იყოს, იმიტომ, რომ ხელის გაწვდენის მანძილზე გამარჯვება გველოდება, რომელსაც არ გავატანთ ბიძინა ივანიშვილს.

თუკი ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იგივეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა, გვაკადრა და აკადრა ხალხს - ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას, ფიზიკურ ანგარიშსწორებასას და ათას მანკიერებას, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის გამარჯვების მოსაპოვებლად, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტნი გამოვალთ და კიდევ უფრო მკაფიო ხმას გავაგონებთ, ოღონდ არა უბრალოდ ხმას.

ჩვენი ძალა არის სიმრავლეში, ბიძინა ივანიშვილო, თავს უფლებას მივცემ და ძვირფასი საზოგადოების სახელით გეტყვი - თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, შევიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ, ხალხი ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაშიც შენ მანკიერად ხელი არ უნდა შეგვიშალო თუ ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს, მომავალს და ღირსებას, ეს არ არის ხუმრობა...

... მეკითხებიან, რა არის გეგმა? გეგმა არის ერთადერთი, ეს გეგმა არის გამარჯვება და გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე.

კომენტარები