რუსეთი

რუსეთში, ეკატერინბურგის მახლობლად ტორფი იწვის, ქალაქი კვამლმა დაფარა [PHOTOS]

66.RU

რუსეთში, ეკატერინბურგის მახლობლად ტორფი იწვის. 14 ოქტომბერს ქალაქი კვამლმა დაფარა. ქალაქის მოსახლეობა ნამწვის ძლიერ სუნზე ჩივის. როსპოტრებნაზორის თანახმად, ჰაერში მომატებულია მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია.

კვამლის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციაა მიკრორაიონ სოლნეჩნიში, რომელიც ტორფიან ნიადაგის მონაკვეთთან ყველაზე ახლოსაა. მიკრორაიონის ერთ-ერთი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მშობლებს ურჩევენ ბავშვები საბავშო ბაღში არ მიიყვანონ.

ეკატერინბურგის სამხრეთით ტორფიანი ნიადაგი 10 ოქტომბრის შემდეგ იწვის. ამჟამად იწვის 4.8 ჰექტარი. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო 24 საათში ცეცხლი ჩააქრეს 0.6 ჰექტარის ფართობზე.

კვამლისა და ცუდი ხილვადობის გამო გადაიკეტა რამდენიმე მაგისტრალი. 14 ოქტომბრის დილიდან კოლცოვოს აეროპორტიდან გაუქმდა 8 რეისი.

კომენტარები