მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია ზვიად გამსახურდიასთან

იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში [კანონიერი გზით საზღვრის კვეთა] ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის.

ამბობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ არხთან ინტერვიუში.

კომენტარები