აშშ

კოლუმბიაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს ჰავანას სინდრომის ნიშნები გამოუვლინდათ

აშშ კოლუმბიაში აშშ-ს საელჩოში ჰავანის სინდრომის შესაძლო შემთხვევებს იძიებს. ბოგოტაში საელჩოს თანამშრომლებს შესაძლოა უცნობი სინდრომი დაუდასტურდეთ. ჰავანას სინდრომის სიმპტომებს შორისაა დაღლილობა, თავბრუსხვევა. ამერიკელები, რომლებსაც ჰავანას სინდრომი გამოუვლინდათ, აღწერენ ძლიერ და ტკივილის გამომწვევ ხმას ყურებში. 200-მდე ადამიანი რამდენიმე თვის მანძილზე გრძნობდა თავბრუსხვევას და დაღლილობას.

სინდრომი პირველად 2016 წელს კუბაში, ჰავანაში დაფიქსირდა. 2016 წლის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს საელჩოს თანამშრომლები ამ სინდრომის სიმპტომებს სხვადასხვა დროს გამოუვლინდათ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ჰავანის სინდრომის შემთხვევებს "ჯანმრთელობის აუხსნელ ინციდენტებს" უწოდებს, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა უილიამ ბურნმა ინციდენტს შეტევები უწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ უცნაური სიმპტომები მიკროტალღებით არის გამოწვეული.

გამოცემა Wall Street Journal-ის თანახმად, კოლუმბიაში აშშ-ს ელჩმა ფილიპ გოლდბერგის ელექტრონული წერილები ადასტურებს რომ საელჩოში სექტემბრის შუა რიცხვებიდან თანამშრომლებს შორის "ჯანმრთელობის აუხსნელი ინციდენტები" გამოვლინდა.

კოლუმბიის პრეზიდენტის ივან დუკე მარკესმა თქვა, რომ შემთხვევებს გამოკვლევა დაწყებულია და გამოძიებას აშშ უძღვება.

პარასკევს, 8 ოქტომბერს ჰავანას სინდრომი ბერლინში აშშ-ს საელჩოში გამოვლინდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ შემთხვევების მიზეზებს და პასუხისმგებელ პირს აუცილებლად გამოავლენდნენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ მომავალ კვირას ბოგოტაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტია დაგეგმილი.

კომენტარები