ამინდის პროგნოზი

17 ოქტომბრამდე უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა მოიმატებს – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 12 ოქტომბერს +20 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +22, +27 გრადუსამდე დათბება.

მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ოქტომბერს 17, +19 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები