რუმინეთის ეკლესია

რუმინეთის საპატრიარქო: ქართველმა წმინდანმა ანთიმოზმა შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა

orthodoxtimes.com

რუმინეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ვარლაამმა ბუქარესტში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტერში, 27 სექტემბერს, საღვთო ლიტურგია აღასრულა, სადაც წმინდა ანთიმოზის ღვაწლზე ვრცლად ისაუბრა, – "მან გახსნა პირველი საჯარო სკოლები, მან გააცნო რუმინელ ხალხს ღვთისმსახურება, შექმნა ხელოვნების ნიმუშები, დაბეჭდა წიგნები ხუთ ენაზე".

ქორეპისკოპოსი ქადაგებაში აღნიშნავს, რომ იმ დროში წმინდა ანთიმოზის ღვაწლი განსაკუთრებული იყო, რადგან, სწორედ მის დროს გაიხსნა რუმინეთის პატარა პროვინციაში სამი გამომცემლობა.

"მან არ დაივიწყა სამშობლო და გაგზავნა დეაკონი მიქაელი საქართველოში და დაბეჭდა პირველი ქართული წიგნები". – ამბობს ქორეპისკოპოსი ვარლაამი.

ქადაგებისას რუმინეთის ქორეპისკოპოსმა დასძინა, რომ ქართველმა წმინდანმა – ანთიმოზმა და წმინდა კონსტანტინე ბრინკოვიანუსმა, თანმიმდევრული პოლიტიკით წარმართეს და შეუნარჩუნეს რუმინელ ხალხს ნაციონალური თვითმყოფადობა, ენა და მართლმადიდებელი რწმენა.

კომენტარები