რეკლამა

(რ) m2-სა და სამშენებლო კომპანია "ანაგს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დეველოპერულ კომპანია m 2- სა და სამშენებლო კომპანია "ანაგს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

"როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან Georgia Real Estate-ი ოპერირებს განახლებული სტრატეგიით, რომელიც დეველოპერული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს და რისკების მაქსიმალური დივერსიფიკაციის მიზნით ბაზარზე მოქმედ სამშენებლო კომპანიებთან ტენდერის პირობებით თანამშრომლობს".

სწორედ, სამშენებლო ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების შედეგად, m2 -ის პროექტის m³ საბურთალოს მე-7 და მე-9 კორპუსების მშენებლობას კომპანია "ანაგი" განახორციელებს. 29 სექტემბერს დეველოპერულმა კომპანია m 2 -მა და სამშენებლო კომპანია "ანაგმა", ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რითიც პარტნიორობა დაადასტურეს.

"უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიებს უკვე აკავშირებთ ერთმანეთთან მუშაობის პოზიტიური გამოცდილება".

კომენტარები