ბარსელონაში სეირნობისას შაკირას ორი ტახი დაესხა თავს

Pedestrian

შაკირას თქმით ბარსელონის პარკში, 8 წლის შვილთან ერთად სეირნობისას, ორი ტახი თავს დაესხა. მუსიკოსმა ამბავი თაყვანისმცემლებს Instagram-ის სთორით გაუზიარა.

"ნახეთ ორმა ტახმა რა უქნა ჩემს ჩანთას, გამომტაცეს და ტყისკენ გაიქცნენ. ჩანთაში ტელეფონი მედო, ყველაფერი გაანადგურეს". – ამბობს მომღერალი ვიდეოში.

კოლსეროლას ეროვნული პარკში ასობით გარეული ცხოველი ბინადრობს. ხშირად დამშეული ცხოველები მიმდებარე უბნებში იპარებიან, იტაცებენ საჭმელს, ნივთებს, ესხმიან თავს ადამიანებს. 2016 წელს ბარსელონის პოლიციაში ცხოველების წინააღმდეგ ათასზე მეტი საჩივარი შევიდა.

შაკირა წარმოშობით კოლუმბიელი პოპ მომღერალია, რომელიც ბარსელონაში ქმართან, ფეხბურთელ ჟერარ პიკესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

კომენტარები