სან-სებასტიანის კინოფესტივალი

სან-სებასტიანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

Wowktv

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე დეა კულუმბეგაშვილი იყო, ქართველი რეჟისორის ფილმი დასაწყისი 2020 წელს სან-სებასტიანის ტრიუმფატორი გახდა – სურათმა ოთხი ჯილდო მოიპოვა.

წლევანდელი კინოფესტივალის გამარჯვებული რუმინული დრამა Blue Moon გახდა, საუკეთესო რეჟისორად დანიელი ტეა ლინდებერგი დასახელდა, ხოლო საუკეთესო მსახიობად ჯესიკა ჩესტეინი დასახელდა. 

სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჯილდოები ოქროს და ვერცხლის ნიჟარები მთავარ კატეგორიებში ასე გადანაწილდა:

საუკეთესო ფილმი 

Blue Moon (რეჟ. ალინა გრიგორი, რუმინეთი)

ჟიურის სპეციალური პრიზი

Earwig (რეჟ. ლუსილ ჰადზიჰალილოვიჩი, საფრანგეთი)

საუკეთესო რეჟისორი

ტეა ლინდერბერგი (As in Heaven, დანია)

საუკეთესო მსახიობი

ჯესიკა ჩესტეინი (The Eyes of Tammy Faye, აშშ)

ფლორა ოფელია ჰოფმან ლინდალი (As In Heaven, დანია)

საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობა

Who's Stopping Us (ესპანეთი)

საუკეთესო სცენარი

ტერენს დევისი (Benediction, დიდი ბრიტანეთი)

საუკეთესო ოპერატორი

კლერ მატონი (Undercover, საფრანგეთი)

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი ესპანეთის ქალაქში 1953 წლიდან იმართება. "A" კატეგორიის ფესტივალზე სხვადასხვა დროს ისეთ დიდ რეჟისორებს შეუწყო ხელი კარიერულ განვითარებაში, როგორებიც ფრენსის ფორდ კოპოლა, პედრო ალმოდოვარი და ბონგ ჯუნ ჰო არიან.

 

კომენტარები