ამინდი

ხანმოკლე წვიმა, ელჭექი – როგორი ამინდი იქნება 17 სექტემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბრამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსთა ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები