გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 11 სექტემბერის დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.
"ქ. თბილისში 10-11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 13-16 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს". - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზში.





