Edison Research: მოსახლეობის 72% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Edison research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 72% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა.

მოსახლეობის მხოლოდ 28% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. 

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

კომენტარები