Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს – ოცნება 33%, ენმ – 25%, საქართველოსთვის – 10%

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 33%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია – 25%-მა, გიორგი გახარია - საქართველოსთვის – 10%-მა.

სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:

  • ლეიბორისტული პარტია - 6%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 4%
  • ლელო - 3%
  • ხალხისთვის - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%
  • ევროპული საქართველო - 2%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2%
  • ერი - ლევან ვასაძე - 2%
  • დროა - ელენე ხოშტარია - 1%
  • მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%
  • სხვა - 2%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. 

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

კომენტარები