პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი: 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით საკითხი კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდა

მას შემდეგ, რაც მოხდა 19 აპრილის შეთანხმების ანულირება, საკითხი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს, ყველამ ვიცით, რომ იმ შეთანხმებაში გარკვეული პუნქტების გაწერა არ იყო იმდენად გამჭვირვალე და მონაწილეობითი პროცესი, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციას ეკადრება, საქართველოს კონსტიტუციას კი ეკადრება ის, რომ ყველა ცვლილება, კერძოდ, ცვლილება, რომელიც ერთი მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს 3/4-ით, უნდა იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის და დატვირთვის, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, უნდა არსებობდეს მყარი არგუმენტები ამ ცვლილებისთვის, ამიტომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებამ მისცა ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილი განხილვის შესაძლებლობა და მისცა შესაძლებლობა პარტიებსაც, რომ გულწრფელად გავცვალოთ არგუმენტები.

ამ ცვლილების 3 ძირითადი ცვლილებიდან პარტიებს შორის 2 საკითხზე არის თანხმობა, რომ მიღებული იქნას იმ ფორმით, როგორც ეს ინიცირებული იქნა პირველი მოსმენით.

ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი, პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები