კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია ტრანსპორტზე: სასიცოცხლო რისკების შემცირებისთანავე აღდგება

ჩვენ დღეს ვსაუბრობდით სასიცოცხლო რისკებზე, რომელიც უკავშირდება ეპიდემიის ძალიან სწრაფად და ფართოდ გავრცელებას. რა თქმა უნდა, როდესაც ამგვარი რისკების წინაშე ვდგავართ, ეს არი უპირატესი სხვა სოციალურ და ბიზნეს საკითხებთან. როგორც კი ეს რისკები შემცირდება და ამისი მოლოდინი ჩვენ გვაქვს მომდევნო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მაშინვე იქნება აღდგენილი ის შეზღუდვები რომელიც დაწესდა. ასე რომ გვესმის, რომ სამსახურში წასასვლელად საზოგადოებას სჭირდება სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით. ასე რომ ეს რისკი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 14 აგვისტოდან მოქმედებს. 

კომენტარები