ქართული კინო

დეა კულუმბეგაშვილი სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

Primetime

დეა კულუმბეგაშვილი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. 

ქართველი რეჟისორი ფილმით დასაწყისი, გასულ წელს სან-სებასტიანის ტრიუმფატორი გახდა. სურათმა საუკეთსო ფილმის, რეჟისორის, სცენარისა(დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი) და მსახიობი ქალის(ია სუხიტაშვილი) ნომინაციებში გაიმარჯვა. დასაწყისი არაერთი მნიშვნელოვანი კინოღონისძების, მათ შორის კანის კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა.

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი, უმაღლესი, A კლასის კინოფესტივალია. სხვადასხვა წლებში სან-სებასტინს ალფრედ ჰიჩკოკი, ფრენსის ფორდ კოპოლა, რომან პოლანსკი, ბონ ჯუ ჰო და სხვა ოსტატები სტუმრობდნენ. 

წლევანდელი სან-სებასტიანის ფესტივალი 17-25 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები