პოლიტიკური კრიზისი

დამენია: EU-ს სანქცია გზავნილია ოცნებისთვის, რომ რეფორმები გაატარონ, თუმცა ამის იმედი არაა

ევროკავშირის სანქცია არის პირდაპირი გზავნილი ქართული ოცნებისათვის, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ იმ რეფორმების გასატარებლად, რათა მივიღოთ ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო, თუმცა ამის იმედი არც საქართველოს მოსახლეობას და არც ქართულ ოპოზიციას არ აქვს, ამიტომ ეს არჩევნები უნდა გახდეს ის გადამწყვეტი ნაბიჯი, როდესაც ქართული ოცნება ჩამოშორდება ხელისუფლებას და საქართველო დაადგება განვითარების გზას.

ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვათ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე. ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.

კომენტარები