პოლიტიკური კრიზისი

კრამონი: საქართველოს მთავრობა დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო კვირებსა და თვეებში სრულებით გადაუხვია, დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს და უფრო მეტად გამოიკვეთება ეს. საქართველოს მთავრობამ უბრალოდ არ დაიცვა გასული წლის სექტემბერში მიღებული ხელშეკრულება, ეს იყო სასამართლოს რეფორმა და საქმე სწორედ იმაშია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უკვე დასახელებულია ყველა კრიტერიუმისა და მოთხოვნის დარღვევით, ეს არის სწორედ ის წერტილი, როდესაც უნდა ვთქვა, რომ ვართ ძალიან გულდაწყვეტილნი და შოკირებულნი. რატომ იმოქმედა ცალხმრივად საქართველოს მთავრობამ და რატომ თქვა უარი საკუთარ ხელმოწერაზე?

[...] სიამოვნებით მიიღეს შეთავაზება ფინანსურად უკეთეს მდგომარეობაში მყოფმა ქვეყნებმა, მათ არ უთქვამთ უარი ფულზე და რატომ გააკეთა ეს საქართველო მთავრობამ? 

ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვათ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე. ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.

კომენტარები