ორსულების ვაქცინაცია

გაბუნია: ყველა ორსულს და მათ ექიმებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, ნუ გადაავადებენ ვაქცინაციას

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულების ვაქცინაცია იყოს აქტიური და ყველა ორსულს ალტერნატალური მეთვალყურეობის პერიოდში ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ. ტრენინგი დაწყებულია, რომ ორსულმა მიიღოს ეს ინფორმაცია და სწრაფადვე მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინაციაზე ფაიზერის ვაქცინით. ამდენად, კიდევ ერთხელ, ჩვენი თხოვნა იქნება ყველა ორსულის და მისი ექიმის მიმართ, ნუ გადაავადებენ ვაქცინაციას და სწრაფად მივიღოთ ორსულები ვაქცინაციის პროგრამაში.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. 27 აგვისტოს ბოკერიას კლინიკაში 19 წლის ინფიცირებული პაციენტი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. 25 აგვისტოს მშობიარობიდან მე-3 დღეს 26 წლის ქალი COVID-19-ით გარდაიცვალა. 18 აგვისტოს COVID-19-ს 7 თვის ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა, 19 აგვისტოს კი მელოგინე ქალის - მას კორონავირუსი 8 თვის ორსულს დაუდასტურდა. 

კომენტარები