ამინდის პროგნოზი

"ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს" – როგორი ამინდი იქნება 27-30 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლებელია, 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.

"29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს" - აცხადებს სააგენტო.

კომენტარები