კორონავირუსი საქართველოში

დეკანოიძე: საცოდაობაა წამყვან ეპიდემიოლოგთა დუმილი, იმის მაგივრად, მთავრობას აწიოკებდნენ

რა საშინელება და საცოდაობაა წამყვანი ეპიდემიოლოგების დუმილი, კონფორმიზმი და იმის მტკიცება, რომ პოლიტიკაში არ ერევიან.

ამ დროს, დადიან პარტიის თავყრილობებზე და პრეზენტაციებზე. რა საცოდაობაა სკამის შესანარჩუნებლად გაჩუმებული გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე. იმის მაგივრად განგაშის ზარს სცემდნენ და ხელისუფლებას აწიოკებდნენ.

გამოდით და თქვით საჯაროდ ყველაფერი! რა საცოდაობაა რიგით ექიმებზე ამოფარებული ეს სამი ადამიანი.

(ხელისუფლება რაც არის ვიცით..)

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

კომენტარები