ამინდი

წვიმა, ელჭექი, სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 23-26 აგვისტოს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  23 და 24 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსთა ცნობით, 25-26 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რეგიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოში +31, + 36 გრადუსი იქნება.

თბილისში 23-24 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 25-26 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები