სტუმარ-მასპინძლობის სექტორი

დასვენების ფასი – რა ჯდება საქართველოს სასტუმროებში ერთი ღამის გატარება აგვისტოში

კვლევითი ორგანიზაცია PMC Research საქართველოს სასტუმროებში 1 ღამის გატარების საშუალო ფასების სტატისტიკას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივლისში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ერთი ღამის საშუალო ფასმა 149 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროებისამ – 256 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროში დასვენება კი დღიურად 85 ლარი დაგიჯდებათ. 

რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, ერთი ღამის გატარება აქ, საშუალოდ, 524 ლარი ღირს, თუმცა, ხარჯი რეგიონის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომრის დაჯავშნა, 1 ღამით თბილისში საშუალოდ 539 ლარი ღირს, გურიაში – 809, კახეთში – 543, აჭარაში კი – 550. 

კვლევის მიხედვით, სასტუმროების ფასები  2021 წლის ივლისში, წინ თვესთან შედარებით, 9%- ით გაიზარდა, მათ შორის 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები გაიზარდა 9.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები – 5.9%-ით. მაგალითად, წინა თვეში 3, 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამით დასვენება, საშუალოდ, 136, 243 და 496 ლარი ღირდა, შესაბამისად. 

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის ივლისში, 2019 წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სასტუმროების ფასები 5.6%-ითაა გაზრდილი.

კომენტარები