10 წლიანი გეგმა

ხუციშვილი: ერთ სულ მოსახლეზე მშპ ათ წელში $10 000-ზე მეტი იქნება

მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება მომავალ წლებშიც ტურიზმის აღდგენის პარალელურად. გრძელვადიან პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, როგორც ნომინალურ, ისე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტში გამოხატული, ორჯერ და მეტად გაიზრდება. 2030 წლისთვის: ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება დღეს არსებული 4 300 დოლარიდან და გადასცდება 10 000 დოლარს, მსყიდველობითუნარიანობაში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე დღეს არსებული 14 800 დოლარიდან გაიზრდება 31 000 საერთაშორისო დოლარამდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზნის მიღწევაში დიდი მხარდაჭერა გვექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

თქვა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.

კომენტარები