OPEN CULTURE at EZO FESTIVAL

OPEN CULTURE at EZO FESTIVAL – 7 აგვისტოს საქართველოში პირველი უსაფრთხო წვეულება გაიმართება

7 აგვისტოს კომუნა მზესუმზირა და ეზო ფესტივალი საქართველოს მასშტაბით პირველ სრულიად უსაფრთხო  წვეულებას უმასპინძლებს.

საპილოტე ღონისძიება OPEN CULTURE at EZO FESTIVAL მიზნად ისახავს ღია სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების მსვლელობის დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას.
 
დამსწრეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს კოვიდ სტატუსის მქონე პირების იდენტიფიცირებას. 
 
ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ:

  • სრულად ვაქცინირებული პირებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ;
  • ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს;
  • ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს;
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.

ღონისძიების ფარგლებში წინასწარი ტესტირების საჭიროების მქონე პირებს უფასო მომსახურებას გაუწევს მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია კლინიკა რეიმანი.

"Open Culture ეუსაფრთხო ღონისძიებების იდეაა და წარმოადგენს მუსიკალური და კულტურული ღონისძიებების მომზადების, ორგანიზებისა და რეაგირების სტრატეგიას, რომელიც ელექტრონული მუსიკის, საკლუბო, საფესტივალო და საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს დაეხმარება კრიზისის დაძლევასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში.
 
გლობალურმა გამოცდილებამ, მაღალკვალიფიციურმა კვლევებმა და მრავალათასიანი საპილოტე ღონისძიებების შედეგებმა აჩვენა, რომ ღია და დახურული ღონისძიებების ჩატარებას აუდიტორიის წინასწარი ტესტირების გზით ნულამდე დაჰყავს ინფიცირებისა და პანდემიის გავრცელების რისკი. 
 
აღნიშნული კვლევები და შეგროვებული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება ჯანმრთელობის რისკების მინიმუმამდე დაყვანით, რადგან 
ქალაქებში, სადაც მკაცრი რეგულაციების პარალელურად არ ტარდება ზრუნვის პოლიტიკა და არ ჩნდება ლეგალური ალტერნატივა, გაცილებით საშიში კერები ჩნდება". – წერენ ორგანიზატორები.

წვეულებაზე დაუკრავენ წამყვანი ქართული კლუბების რეზიდენტი არტისტები:
 

  1. Ako Von Unten (Mzesumzira)
  2. Digital Groove Affair (Khidi / G2)
  3. Frankie Beatnik B2B Levi Love Disco / (Mzesumzira)
  4. HVL (Bassiani / Horoom)
  5. Khvedeliani (DAISI)
  6. Kura(Reflector)
  7. Nicole (Cafe Gallery)
  8. Yves B2B Parna (Mtkvarze)
  9. 98Dots (Colibri)

კომენტარები