პენსიონერები

ღარიბაშვილი: პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტის შემცირებისთვის კომისია შეიქმნა 

პარლამენტში გამოსვლისას მტკივნეულად დაისვა საკითხი ერთ-ერთ თემაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს პენსიონერებს, ეს არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ამის თაობაზე გავმართეთ არაერთი შეხვედრა. საუბარი გვქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან, მოვილაპარაკეთ, შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სახელმწიფო კომისია. მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება მე გამოვეცი 28 ივლისს. შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომიტეტის მუშაობაში. ბუნებრივია, ჩართული იქნება ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ჩვენ ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უმოკლეს პერიოდში. 

შედარებისთვის, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი დაახლოებით 100-120%-ს შეადგენდა. ახლა არის, დაახლოებით, 35%, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები