ამინდის პროგნოზი

30 ივლისიდან გამოიდარებს – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი. 

კომენტარები