ვაქცინაციის სერტიფიკატი

სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა

სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული Covid-19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა.  ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს თანახმად, საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატი სერბეთმა ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით აღიარა.

სერბეთის მთავრობის განკარგულებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ გაცემული Covid-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთში შესვლას 24 ივლისიდან შეუძლიათ.

კომენტარები