პედრო ალმოდოვარი

MADRES PARALELAS - პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის ტრეილერი გამოვიდა

თანამედროვე ესპანური კინოს მთავარი რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის ტრეილერი გამოვიდა.

Madres Paralelas, ანუ პარალელური დედები მიმდინარე წელს ვენეციის კინოფესტივალზე გამოვა და მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. 

სიუჟეტის ცენტრში ორი დედაა, რომლებიც ერთსა და იმავე სამშობიაროში პარალელურად იმშობიარებენ. სურათში მთავარ როლს, ალმოდოვარის ერთ-ერთი მუზა, პენელოპა კრუსი ასრულებს.

უკანასკნელი სრულმეტრაჟიანი ფილმი ალმოდოვარმა 2019 წელს გადაიღო. ტკივილმა და დიდებამ კრიტიკოსთა დადებითი შეფასება, ასევე კანის კინოფესტივალის რამდენიმე ჯილდო და ოსკარის ორი ნომინაცია მოიპოვა.

კომენტარები