ერთობლივი სამხედრო წვრთნები საქართველოში

საქართველოში ამერიკულ სარდლობასთან ერთად მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები ჩატარდება

Noble Partner 2016-ის წვრთნები, ვაზიანის ბაზა

საქართველო Agile Spirit 2021-ის (მტკიცე სული) საერთო სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს. მრავალეროვნულ ვარჯიშებს საქართველოს თავდაცვის ძალები და აშშ-ს ევროპისა და აფრიკის არმია უხელმძღვანელებს. Agile Spirit-ის წვრთნები საქართველოში მეათედ ჩატარდება.

წვრთნები 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 15 სხვადასხვა ქვეყნიდან, დაახლოებით, 2500 სამხედრო მიიღებს. საქართველოსა და აშშ-ს ძალების გარდა მონაწილეობენ: ესტონეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, კანადა, იტალია და აზერბაიჯანი. 

2500 სამხედროდან დაახლოებით 700 ამერიკელი ჯარისკაცია, 1600 ქართველი, დანარჩენი სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან არიან.

ვარჯიშების გახსნის ცერემონია 26 ივლისს სენაკის ავიაბაზაზე ჩატარდება, დასრულების კი – 6 აგვისტოს, ორფოლოს პოლიგონზე. 

ვარჯიშები ჩატარდება 5 საწვრთნელ ლოკაციაზე: ვაზიანის პოლიგონი, ვაზიანის სამხედრო აეროპორტი, ორფოლოს პოლიგონი, სენაკის ავიაბაზა და სორტას პოლიგონი.

ერთობლივი წვრთნები ემსახურება პარტნიორი ქვეყნების ბრძოლისუნარიანობის და რეგიონში კოოპერაციული ქმედების ამაღლებას, ახალისებს დევიზს "ძალა პარტნიორობაშია".

კომენტარები