ონლაინ-ვაჭრობა

რას ყიდულობენ და რამდენს ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები ონლაინ – კვლევა

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ონლაინ-ვაჭრობაზე 597 მილიონი ლარი დახარჯეს. 

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ელკომერციაზე 950 ლარს შეადგენს(ადგილობრივი და უცხოური ელკომერციის ჩათვლით), რაც 3-ჯერ ჩამორჩება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ფონზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ინტერნეტ-ვაჭრობის ბაზრის 3.2-ჯერადი ზრდა განაპირობა, მთლიან საცალო ვაჭრობაში ქართულ ონლაინ-კომერციას ჯერ კიდევ მიზერული, 1.1%-იანი, მაგრამ მზარდი წილი უკავია. შედარებისთვის, ევროპის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი 12%-ს აღემატება.

ქართველ ონლაინ-მომხმარებლებში ყველაზე პოპულარული კატეგორიაა ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები, რაც ჩვენი შეფასებით, ადგილობრივი ელ-კომერციის 65%-ს შეადგენდა 2020 წელს. ტანსაცმელი და აქსესუარები სიდიდით მეორე კატეგორიაა, 16%-იანი წილით, შემდეგ კი მოდის ავეჯი, დეკორაციული და მოსაპირკეთებელი მასალები, 8%-იანი წილით იმავე პერიოდში:

 

კომენტარები