კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: სკოლაში დისტანციური სწავლა გამოსავალი არ არის, პრობლემის გადაწყვეტა ვაქცინაციაა

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში დღეს გვაქვს 1 500 000 დოზა ვაქცინა და კიდევ 1 000 000-ს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში, ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაცია არის, რომ ივლისისა და აგვისტოს თვე სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, იმისთვის, რომ სკოლები დახვდეს სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში. დღეს შეზღუდვა გამოსავალი სკოლის პირობებში არ არის, არც დისტანციური სწავლა არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტა. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია და თხოვნა მექნება ყველასთან, ვინც ასწავლის ან მუშაობს სასკოლო გარემოში, მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

კომენტარები